პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან, სადაც თინა ბოკუჩავა არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრას ითხოვდა, ხმაური იყო

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრას ითხოვდა.

მისი განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე ვალდებულია განმარტოს, რატომ არ შეუშვეს მალხაზ მაჩალიკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში და რატომ არ მისცეს მას ბრიფინგის ჩატარების საშუალება. დაცვის წევრებმა დეპუტატს არჩილ თალაკვაძის სამუშაო კაბინეტში შესვლის უფლება მისი პროტესტის მიუხედავად არ მისცეს.

როგორც თალაკვაძის თანაშემწემ ბოკუჩავას განუმარტა, პარლამენტის თავმჯდომარეს მთელი დღის განმავლობაში საქმიანი შეხვედრები აქვს.

ამ წუთებში თინა ბოკუჩავა უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერების კაბინეტებში შედის და თითოეულ მათგანთან შეხვედრას ითხოვს. ის უკვე იმყოფებოდა მამუკა მდინარაძის, კახა კუჭავასა და გია ვოლსკის სამუშაო ოთახებში, თუმცა არცერთი მათგანი საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფება.

„წარმოუდგენელია ის უსამართლობა, რასაც ეს ოჯახი განიცდის. ვახა მაჩალიკაშვილს ჯერ შვილი მოუკლეს, მერე ყუმბარა ჩაუდეს, მერე ტერორისტობა დააბრალეს და ახლა ყოველდღიურად აყენებენ შეურაცხყოფას. ხან კარავს ართმევენ ახალი წლის წინა ღამეს, ხან პარლამენტში არ უშვებენ და მიჰყავთ იმ მდგომარეობამდე, სადამდეც მიიყვანეს," - განაცხადა ბოკუჩავამ.

იხილეთ ვიდეო

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
სახელმძღვანელო სტარტაპერებისთვის - როგორ ხდება კადრების აყვანა კომპანიებში და რა ბენეფიტებს იღებენ დასაქმებულები
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა