თამარ ჩუგოშვილი - მესმის, რომ უხერხულ მდგომარეობაში არიან ჩემი ყოფილი პარტიის წევრები - არ არის მარტივი არგუმენტების მოძებნა, როცა ასეთი კრიტიკის ქარცეცხლში გაგატარებენ

პარლამენტის ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების კრიტიკა ხელისუფლების არასწორმა გადაწყვეტილებმა განაპირობა. ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

„რაც შეეხება ევროპარლამენტარების ნაწილს, ევროპარლამენტშიც იგივე დინამიკაა, რაც კონგრესში. ყველა ჩვენი მეგობარი პარტნიორი სხვადასხვა სიტყვებით დაახლოებით ერთი და იგივეს გვეუბნება. ამას გვეუბნებიან არა მხოლოდ „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრები და მათაც რომ გვითხრან, ესეც ყურადსაღებია, იმიტომ, რომ EPP არის ყველაზე დიდი ევროპული პარტია და მათთან მუშაობაც საჭიროა, მაგრამ ასევე იქ იყვნენ მწვანეები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც საგარეო კომიტეტში მონაწილეობდნენ.

მე მესმის, რომ უხერხულ მდგომარეობაში არიან ჩემი კოლეგები, ჩემი ყოფილი პარტიის წევრები. არ არის მარტივი, როდესაც ასეთი კრიტიკის ქარცეცხლში გაგატარებენ, მერე არგუმენტების მოძებნა. არგუმენტები კი არ უნდა ეძებონ, უნდა გაიაზრონ, რომ სერიოზული გადაწყვეტილებებია მისაღები. არასწორი გადაწყვეტილებები რომ მიიღეს, ამან განაპირობა ეს კრიტიკა და თუ მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებეს, ესეც შეიცვლება. პირველ რიგში, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ყველას აქვს განცდა, რომ პროცესი იქითკენ მიდიოდა, რომ არჩევნებისთვის გარემო იქნებოდა სამართლიანი და ეს პროცესი მოტყუებით ამოყირავდა. ეს სწორ რელსებზე უნდა დაბრუნდეს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამასთან, თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.

როგორც ჩუგოშვილმა განმარტა, მაისში საპარლამენტო ასამბლეა საერთოდ არ იმართება საქართველოში და ერთადერთი, რაც მაისში იმართება, ეს არის მინისტერიალი. „არ ვიცი, ამაში თუ აერია“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა