ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის და ზურაბ ადეიშვილის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე უძღვება.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

სხდომას ბრალდებულები არ ესწრებიან. პროცესს ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე ესწრება. როგორც სხდომის დაწყებამდე სოსო რობაქიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას აქვს ერთ-ერთი მოწმის, მიქაძის ჩვენება, რომელიც ხელს ოქრუაშვილს ადებს.

„ოქრუაშვილისა და ადეიშვილის გარეშე ეს არ იქნებოდა. მე მაქვს მიქაძის ჩვენება, სადაც ოქრუაშვილს პირდაპირ ადებს ხელს. ეს იყო 8 წლის წინ. მე ერთი რამ ვიცი, პატრული ოქრუაშვილმა შექმნა და მის ღირსებას თავიდან ბოლომდე დაიცავდა, იმიტომ, რომ „ნაცები“ ბოლშევიკები იყვნენ. ამ ქვეყანაში მკვლელს ვერ იპოვი, არადა 160 ბიჭია მოკლული, თან კლავდა, თან - აყალბებდა. თუ ჩემი შვილი სახლში დამხვდება, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება. ბაშალეიშვილმა, რომელმაც ჩემი შვილი მოკლა, ორი წლის შემდეგ დააკავეს. მკვლელი პოლიციელი პოლიციაში იყო. კაცს, რომელსაც ტაბელური იარაღი ჰქონდა და მის სახელზე იყო გაფორმებული, ორი წელი მოუნდნენ მის დაკავებას. რა თქმა უნდა, ეს ქვემოდან არ იყო”, - განაცხადა რობაქიძემ.

მისივე განცხადებით, ის “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნებას არ დაუშვებს.

“ვიდრე პირში სული მიდგას, ეგენი ვერ მობრუნდებიან, მთელი საქართველო დადგება ფეხზე. ღმერთმა დაიფაროს, თორემ არ ვმალავ და პირდაპირ ვიძახი - სამოქალაქო ომის წინაშე დადგება ქვეყანა. სულ რომ გაიწიოს “ოცნება”, ჩვენ არ გავიწევით. ჩვენ ვართ მაგათი კედელი, არ არის ბიძინა ივანიშვილი მაგათი კედელი და ივანიშვილმა ის დაპირებული უნდა შეასრულოს“, - აღნიშნა სოსო რობაქიძემ.

შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ბრალი პროკურატურამ 19 ნოემბერს წაუყენა. 22 ნოემბერს კი საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო