გიორგი ვაშაძე - დასავლეთისთვის „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი გადახაზულია - დადგენილია, რომ ეს არის ანტიდასავლური და ანტიქართული ძალა

დასავლეთისთვის „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი გადახაზულია. გამოვლენილია და დადგენილია, რომ ეს არის ანტიდასავლური, ანტიქართული ძალა, - ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც კონგრესმენების კრიტიკას გამოეხმაურა.

გიორგი ვაშაძის განმარტებით, საქართველოსა და ქართველ ხალხს დასავლელი მეგობრებისგან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისგან სრული მხარდაჭერა აქვს.

„ჩვენ მთავრობის პასუხებს უკვე ყურადღება აღარ უნდა მივაქციოთ და რატომ, პირველი, დასავლეთისთვის „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი გადახაზულია, გამოვლენილია და დადგენილია, რომ ეს არის ანტიდასავლური, ანტიქართული ძალა. მეორე, საქართველოს საზოგადოებასა და ქართველ ხალხს აქვს სრული მხარდაჭერა დასავლელი მეგობრებისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ევროკავშირისგან და მესამე, გასაღები ჩვენს ხელშია. ვერც ამერიკელი, ვერც ევროპელი ჩვენს მაგივრად ვერ გადაწყვეტს. მე ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო, რომ საქართველომ გაარღვიოს უბედურების მოჯადოებული წრე. ვფიქრობ, რომ ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს ბრძოლა. წელს არის არჩევნები და ამ არჩევნებს მთელი დასავლური სამყარო უყურებს, რომელსაც უნდა წარმატებული, ძლიერი და არა დაჩმორებული და დამონებული საქართველო, როგორც ეს უნდა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო