სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ბუტა რობაქიძის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, კანონმდებლობით სავალდებულოა, რომ სასამართლომ პირველ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა ან გაუქმება განიხილოს. მისი თქმით, საქმეში არ გამოკვეთილა ახალი გარემოებები, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გამოიწვევდა, შესაბამისად, ის პატიმრობაში რჩება.

რაც შეეხება მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვას, სხდომის დასაწყისში ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა, რომ ის დღეს ვერ დაიცავდა ოქრუაშვილის ინტერესებს და სურდა პროცესის გადადება, ამ განცხადების შემდეგ მან დარბაზი დატოვა. ვინაიდან სხდომას თავად ოქრუაშვილი და მისი ადვოკატი არ ესწრებოდნენ, მოსამართლემ პროცესი გადადო და მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი დღეს ვერ განიხილეს.

სხდომა 10 თებერვალს, 11:30 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ბრალი

პროკურატურამ 19 ნოემბერს წაუყენა ბრალი. 22 ნოემბერს კი საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო