გიორგი ვაშაძე - განუზომელი თავხედობა და უსამართლობაა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჩალიკაშვილების ოჯახთან მიმართებით ჩაიდინა

განუზომელი თავხედობა და უსამართლობაა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჩალიკაშვილების ოჯახთან მიმართებით ჩაიდინა, - ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე „გაასუფთავოს ველი“.

„ოცნების“ ლიდერებო, ერთი რამე იცოდეთ, ვერაფერს ვერ გაისუფთავებთ. თქვენ გაგასუფთავებთ ჩვენ მაჩალიკაშვილთან და სხვა უსამართლოდ დაჩაგრულ ადამიანებთან ერთად იმიტომ, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის მტერი და უბედურება. აუცილებლად დამარცხდებით წელს, იმიტომ, რომ ჩვენ ამას ვერ ავიტანთ. ამ უსამართლობას და უკანონობას ვერ ავიტანთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო