ირაკლი ხმალაძის განცხადებით, უსახლკაროებს, რომლებიც ღამის განმავლობაში ავტობუსებში არიან, მგზავრობას ვერ აუკრძალავენ და ვერც მათი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანენ თავშესაფარში

თბილისის ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, იმ უსახლკაროებს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ავტობუსებში არიან, მერია მგზავრობას ვერ აუკრძალავს და მათი ნების საწინააღმდეგოდ ვერც თავშესაფარში გადაიყვანს.

როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მუნიციპალური თავშესაფარი მზად არის უსახლკაროების მისაღებად, თუმცა, მათ თავშესაფარში ცხოვრება თავად არ სურთ.

„ავტობუსში სახლობენ“ - ეს არის თქვენი ინტერპრეტაცია. ამ დროს ადამიანი ავტობუსში ადის და იხდის მგზავრობის საფასურს. ადამიანთან მოპყრობას აქვს თავისი სტანდარტი. თუ ადამიანი ადის ავტობუსში ღამის საათებში და ძირითადად ეს ხდება აეროპორტიდან მომავალ ავტობუსში, შეიძლება არ მგზავრობდეს ის და უბრალოდ თბებოდეს, ავტობუსს თავშესაფრად იყენებდეს, ამის დიფერენცირება არის საკმაოდ რთული. ჩვენ ყველა ადამიანის უფლებას ვუფრთხილდებით, როდესაც ის ადის და მგზავრობის საფასურს იხდის, ვერ ვეტყვით, რომ შენ არ მგზავრობ ახლა და რეალურად ავტობუსში ცხოვრობ. აქედან გამომდინარე, რთული საკითხია.

ჩვენ გვაქვს მიუსაფართა თავშესაფრები და ვაკმაყოფილებთ ყველა იმ მოთხოვნას რაოდენობრივ ნაწილში რაც გვაქვს. თუ იქნება მეტი მოთხოვნა, მოცულობას და რაოდენობას გავზრდით. თუ თქვენ გინდათ დააკავშიროთ, რომ ადამიანი თავშესაფარში იმიტომ არ მიდის, რომ იქ არ არის ადგილი, ეს ასე არ არის. არ აქვს სურვილი რომ იქ წავიდეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ხმალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო