გია ვოლსკი - იყო ასეთი შემთხვევა, როცა არ შემოვუშვით ადამიანი, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ჰქონდა დარღვეული და სანქციებიც მივიღეთ

იყო ასეთი შემთხვევა, როცა არ შემოვუშვით ადამიანი, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ჰქონდა დარღვეული და სანქციებიც მივიღეთ, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველო რუსეთის დელეგაციას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გვერდით ავლით მიიღებს.

პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი ამბობს, რომ ამ საკითხს პარტნიორებთან ერთად განიხილავენ, რადგან ერთი მხრივ არსებობს საერთაშორისო ვალდებულებები და მეორე მხრივ საქართველოს კანონი. მისივე თქმით, 2013-2014 წლებში დაკისრებული სანქცია ფორმალური იყო, თუმცა, ლავროვის ფიგურის გათვალისწინებით, „გაცილებით სიღრმისეული მსჯელობაა საჭირო“.

„გავრილოვის მოქმედება და საერთოდ, იმ სავარძელში ჩახტომა იყო არაადეკვატური, თორემ როცა შენ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობ, იმ პერიოდში არ ხარ მხოლოდ საქართველოს დედაქალაქი, არამედ საერთაშორისო ევროპის საბჭოს დედაქალაქი ხარ იმ დროს და გაქვს ვალდებულებები. ამ ვალდებულებების შესაბამისობა ადგილობრივ კანონებთან არის საკონსულტაციო თემა ჩვენ პარტნიორებთან, ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ყველასთან, იმიტომ, რომ იყო ეგეთი შემთხვევა, როცა ჩვენ არ დავუშვით და მცირე, მაგრამ არასასიამოვნო სანქციებიც დაგვადეს 2013 თუ 2014 წელს ამასთან დაკავშირებით. რასაკვირველია, ლავროვის ფიგურა სხვა არის, ამასთან გაცილებით მეტი სიღრმისეული მსჯელობა გვმართებს.

ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევა, როცა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჩავატარეთ თბილისში, ამასთან დაკავშირებით ვალდებულებები შევასრულეთ, თუმცა, იყო შემთხვევა, როცა არ შემოვუშვით ადამიანი, რომელსაც კანონი ჰქონდა დარღვეული და სანქციებიც მივიღეთ - საპარლამენტო ასამბლეამ თქვა, რომ ნებისმიერი კომიტეტის ჩატარება 2 წლის მანძილზე საქართველოში აიკრძალოს. მართალია, კომიტეტი არც იყო დაგეგმილი საქართველოში იმ პერიოდში, მაგრამ ფორმალურად არ იყო მაინცდამაინც სასიამოვნო. ასე რომ, ადვილი თემა არ არის. ეს არ არის მხოლოდ ჩემი ან პრეზიდენტის კომენტარით გადასაწყვეტი საკითხი. ამაზე ჩვენ ინტენსიური კონსულტაციები გვმართებს ჩვენს პარტნიორებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
ადგილობრივი სასტუმროების ჯგუფური და ინდივიდუალური დაჯავშნის ონლაინ პლატფორმა HOTEL HUB GEORGIA ბაზარზე ოპერირებას ამიერიდან HOTEL HUB GROUP-ის სახელით გააგრძელებს
„ბადაგონს“ საუკეთესო ქართული ღვინის კომპანიის სტატუსი მიენიჭა
GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა
სამსუნგმა Galaxy S20 სერია წარადგინა
PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“
BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა