გია ვოლსკი - მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, სხვა დაწესებულებებშიც არ უნდა დაუშვან, ვიდრე სასამართლო არ გადაწყვეტს, რა დოზითაა  ამ ადამიანის კავშირი იმასთან, რასაც ტერორისტული ჯგუფის გადმოსვლა ჰქვია

მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებში და ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა დაუშვან ამ პერიოდში, ვიდრე სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დღეს პარლამენტთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

ამასთან, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ თინა ბოკუჩავას ქმედებები დამაზიანებელია და სხვა ქვეყანაში შესაძლოა, „უფრო მკაცრი გადაწყვეტილებაც კი მიეღოთ''.

„საერთოდ, პარტიული ბრიფინგები ჩვენ არც ერთხელ არ ჩაგვიტარებია პარლამენტში, პარტიის ოფისში ტარდება, მაგრამ არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები. პარლამენტის წევრია თინა ბოკუჩავა, მას პარლამენტში შემოსვლის უფლება აქვს.

რაც შეეხება მაჩალიკაშვილს, სრულიად პრაგმატულად, ყოველგვარი ემოციის გარეშე, სამწუხაროდ, ემოციაც მახრჩობს ხოლმე, როცა ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებას, სიკვდილს და მით უმეტეს ესეთ ტრაგიკულ გარემოებებში ვხედავ, მაგრამ იმდენად თვალსაჩინოა იმ მასალაში წარმოდგენილი ფაქტები, რაც ტერორიზმს ეხება, რომ მე ვფიქრობ, მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებში და ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა დაუშვა ამ პერიოდში, ვიდრე არ მიიღებს სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას, რა დოზით არის ამ ადამიანის კავშირი იმ ფაქტებთან, რასაც ჰქვია ტერორისტული ჯგუფის გადმოსვლა საქართველოში და იმ ოპერაციისთვის მზადება, რომელსაც შეეძლო საქართველო სამუდამოდ მუხლებზე დაეყენებინა და დაემარცხებინა.

ეს ფაქტი მოხდა, რეალურია, კავშირები დადასტურებულია, ახლა ჯერი სასამართლოზეა, რამდენად არის ეს ადამიანი კავშირში იმ ტერორისტულ აქტივობებთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს დედაქალაქში. თინა ბოკუჩავას და სხვების პოზიცია ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ემოციური არის, მინდა მჯეროდეს, რომ ემოციურია, მაგრამ ფაქტობრივად იმდენად დამაზიანებელია, რომ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გაცილებით მკაცრი გადაწყვეტილებებიც მიეღოთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, თინა ბოკუჩავა და მალხაზ მაჩალიკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ბრიფინგის ჩასატარებლად შესვლას ცდილობდნენ, თუმცა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ადგილზე მობილიზებულია პოლიციამ არ შეუშვა, რის შემდეგაც მალხაზ მაჩალიკაშვილი წაიქცა და ცუდად გახდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების ავტომობილში გაუწიეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა