„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჭილაიას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას აახლებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნუცუბიძის ფერდობზე, ჭილაიას ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯივიპიდან“ აცნობეს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში სრულად იცვლება 3 კილომეტრი სიგრძის წყალსადენის და 2.6 კილომეტრი სიგრძის წყალარინების ამორტიზირებული ქსელი. კომპანია ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს, ასევე საკვანძო ჭებსა და სახანძრო ჰიდრანტებს მოაწყობს.

პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლნ ლარს შეადგენს. „ჯორჯიან უოთოერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს მარტის თვის ბოლოს დაასრულებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო