კახა კალაძე - ჩვენ ვართ ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და წესდებითაა გათვალისწინებული, რომ მინისტერიალი უნდა ჩატარდეს საქართველოში

ჩვენ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეგობარ ქვეყნებთან გვექნება კონსულტაციები, რადგან ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ეროვნულ ინტერესებისთვის არ იქნება დამაზიანებელი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს.

როგორც კალაძემ განაცხადა, მან არ იცის ჰქონდა თუ არა შეთანხმებული მმართველ გუნდთან სალომე ზურაბიშვილს აღნიშნული განცხადება.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ წელს საქართველო გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. საკმაოდ დიდი შეხვედრა იყო თავისუფლების მოედანზე, სადაც 150 ათასზე მეტი ადამიანი იყო გამოსული. შესაბამისად, ის, რომ ჩვენ ვართ ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, წესდებით არის გათვალისწინებული, რომ მინისტერიალი უნდა ჩატარდეს საქართველოში. რაც შეეხება დელეგაციას, რუსეთიც შედის ამ დელეგაციაში. ჩვენ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეგობარ ქვეყნებთან გვექნება კონსულტაციები, რადგან ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის არ იქნება დამაზიანებელი.

ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ ბევრი აბსურდული განცხადება. მოვისმინეთ მუქარები. რაც არ უნდა მუქარის ტონით გააკეთონ განცხადებები ჩვენმა ოპონენტებმა, ოპოზიციამ, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯები განვახორციელოთ, განვახორციელოთ ის რეფორმები, რომელიც ძალიან სწრაფად მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა