დიმიტრი ხუნდაძე - რუსეთის დელეგაციის შემოშვება ქვეყანაში არ არის ერთი ადამიანის გადასაწყვეტი, მათ შორის, არც პრეზიდენტის და არც მხოლოდ ჩემი

რუსეთის დელეგაციის შემოშვება ქვეყანაში არ არის ერთი ადამიანის გადასაწყვეტი, მათ შორის, არც პრეზიდენტის და არც მხოლოდ ჩემი, - ასე შეაფასა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პრეზიდენტის განცხადება, სადაც მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენელს უპასუხა და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, უმასპინძლოს საპარლამენტო ასამბლეას, როგორც ამას ორგანიზაციის პრინციპები და წესები ითვალისწინებს.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, რუსეთის დელეგაციის საქართველოში შემოსვლის საკითხზე გადაწყვეტილება საერთაშორისო პარტნიორებთან და ევროსაბჭოს ლიდერებთან ერთადაა მისაღები.

„ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ქვეყანაში მოქმედი ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ კანონი, რომელიც კრძალავს იმ პირების შემოსვლას ქვეყანაში, რომელთაც დარღვეული აქვთ ეს კანონი და არიან ნამყოფი აფხაზეთსა თუ სამაჩაბლოს რეგიონში. ეს არ არის ერთი ადამიანის გადასაწყვეტი, მათ შორის არც პრეზიდენტის და არც მხოლოდ ჩემი. ეს არის საერთაშორისო პარტნორებთან ერთად, ევროსაბჭოს ლიდერებთან მისაღები გადაწყვეტილება. ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომელსაც სჭირდება აღსრულება“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს