მამუკა მდინარაძის განცხადებით, გადაწყვეტილება, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში არ შეეშვათ, არჩილ თალაკვაძემ მიიღო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის პარლამენტში არშეშვებაზე გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო.

მისივე თქმით, ეს პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად მოხდა. მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლმენტში მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად რომ შევიდნენ, მეტი შანსია, რომ პროვოკაციაზე წავიდნენ.

"არჩილ თალაკვაძეს ამის უფლება აქვს შესაბამისი ბრძანებით, რომ როდესაც არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოებისა და პროვოკაციების კუთხით, პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია შეზღუდოს საშვების დაშვება და პარლამენტში ადამიანის შემოშვება. აქედან გამომდინარე მიიღო არჩილ თალაკვაძემ ეს გადაწყვეტილება და ვფიქრობ, სწორია.

ხედავთ, თუ როგორ პროვოკაციაზე მოდიან ის ადამიანები, რომლებიც ამ სპექტაკლებს გეგმავენ. ასეთ დროს მეტი შანსია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად მათ მეტი მოინდომონ და მეტად პროვოკაციულები იყვნენ. მათ ამის საშუალება არ მივეცით. თინა ბოკუჩავას ვუთხარი, რომ თუ ბრიფინგის ჩატარება სურს ისე, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი გვერდით დაიყენოს, ამის გაკეთება შეუძლია მას პარტიის ოფისში. ამას არ აკეთებს იმიტომ, რომ პარლამენტში მოაწყოს პროვოკაცია," - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგია. მდინარაძის განცხადებით, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პროკურატურის გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

"საგამოძიებო კომისიის შექმნას არათუ არ ვეთანხმები, არამედ ამის წინააღმდეგი ვარ. როდესაც სუს-ის წევრებთან ამ საქმეზე დახურული შეხვედრა შედგა, მაშინ შეუძლებელი მეგონა ამ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ პოლიტიკური სპეკულაციების მოწყობა. თუმცა "ნაციონალურ მოძროაბას" შეუძლია, რომ ამაზეც კი ყოველგვარ მორალს მიღმა ისაუბროს. მათ იმ შეხვედრაზე ისეთი ინფორმაცია მიიღეს, რომლის შემდეგაც არავის ეგონა თუ კიდევ სპეკულირებას გააგრძელებდნენ. მათ პასუხგაუცემელი კითხვები მაშინ არ დარჩენიათ.

ზოგადად, ჩვენ მაჩალიკაშვილის საქმეზე ხისტი განცხადებების კეთებას ვერიდებით. ამის საფუძველი მხოლოდ ერთია - გარდაცვლილ ადამიანზე საუბარი არის უმძიმესი. კომისია მაშინ უნდა შეიქმნას, როდესაც არსებობს საეჭვო გარემოებები და როდესაც გამოსაძიებელია რაღაცა. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პროკურატურის გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს," - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით მალხაზ მაჩალიკაშვილი და თინა ბოკუჩავა პარლამენტში ერთობლივი ბრიფინგის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა მაჩალიკაშვილი შენობაში არ შეუშვეს.

პარლამენტის შენობასთან ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც, რა დროსაც მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მას ადგილზე აღმოუჩინა დახმარება.

მალხაზ მაჩალიკაშვილს უმრავლესობიდან წამოსული დეპუტატებისთვის ინდივიდუალურად წერილების გადაცემა სურდა, რომლითაც იგი მისი შვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა