კახა კალაძე - ბლოკადაში მოვაქციოთ რუსეთი, ტრენაჟორები არ უნდა შემოვატანინოთ და ამით დავსაჯოთ

უნდა ჩავკეტოთ, ბლოკადაში მოვაქციოთ რუსეთი, არ უნდა შემოვატანინოთ ტრენაჟორები და ამით დავსაჯოთ, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა იცის თუ არა დედაქალაქის მერმა, რომ ფიტნესზონების მოსაწყობად ტენდერში გამარჯვებულ ქართულ კომპანიას ტრენაჟორები რუსეთიდან შემოაქვს და ამაში 9 მილიონ ლარამდე თანხას იხდის.

ჟურნალისტის კითხვაზე, კახა კალაძემ ხუმრობით უპასუხა და აღნიშნა, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, კომპანიას ვერ დაავალდებულებს პროდუქცია კონკრეტული ქვეყნებიდან არ შემოიტანოს.

„კერძო კომპანიას ვერ დავავალდებულებ, რომელი ქვეყნიდან უნდა შემოიტანოს გარკვეული პროდუქტი. პირველად გავიგე თქვენგან ეს ინფორმაცია“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, მისაღებია თუ არა მისთვის, რომ ოკუპანტი ქვეყნიდან, რუსეთიდან მარაგდებოდეს თბილისი, კალაძემ ხუმრობით ასე უპასუხა: „უნდა ჩავკეტოთ, ბლოკადაში მოვაქციოთ რუსეთი აუცილებლად. მე ვთქვი, რომ არ ვაღიარებ რუსეთის ოკუპანტობას? მე ვთქვი, რომ ბლოკადაში უნდა მოვაქციოთ, არ უნდა შემოვატანინოთ ტრენაჟორები და ამით დავსაჯოთ რუსეთი“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება თავად პროექტს, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ფიტნესზონების მოწყობის პროექტი წარმატებულია.

„ზოგადად, ეს პროექტი, ფიტნესზონები, წარმატებული პროექტია და ბევრი ადამიანი სარგებლობს. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიდგომას და დამოკიდებულებას“, - აღნიშნა კალაძემ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია