სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან, სადაც გიორგი გახარია დონორთა ყოველწლიურ ფორუმს ესწრება, „სირცხვილიას" და „შეცვალეს" წევრებმა აქცია - პერფორმანსი გამართეს

სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან, სადაც პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია დონორთა ყოველწლიურ ფორუმს ესწრება, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" და მოძრაობა „შეცვალეს" წევრებმა აქცია - პერფორმანსი გამართეს. მათ შენობის წინ ბანერი გაშალეს, წარწერით: „ამ ცხოვრების დედაც".

ბანერის გაშლას აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის, სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, თუმცა, საბოლოო ჯამში პოლიციამ ბანერის გაშლის საშუალება აქციის მონაწილეებს მაინც მისცა.

როგორც „სირცხვილიას" წევრმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში ძალიან ბევრია გასაპროტესტებელი და „ტემპერატურა არჩევნების მოახლოებასთან ერთად მოიმატებს“.

„უკვე ორი ხელი და ოთხი ხელიც არ ყოფნის, იმდენი რამეა ყოველდღიურად გასაპროტესტებელი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ელჩებისთვის გვინდოდა გვეჩვენებინა ის, რომ ამ ქვეყანაში არსებობს პროტესტი და ჩვენ ვასრულებთ ჩვენს დანაპირებს, რომ „ქართული ოცნება" მთელი თავისი დანაშაულებრივი რეჟიმით ვერ გადაადგილდება ქალაქში ისე, რომ მათ მონა არ დაუძახონ და სირცხვილის კორიდორი არ მოუწყონ. რამდენიმე მინისტრმა გაბედა აქედან შესვლა და შესაბამისი შეძახილებით შევუშვით, მაგრამ გახარიამ ვერ გაბედა აქედან შესვლა და უკანა შესასვლელით შეიყვანეს. პროტესტი გრძელდება“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს