Startup Grind Tbilisi-მა ბრიტანელ ინვესტორს ნელსონ გრეის უმასპინძლა

სასტუმრო Wyndham Grand-ში, სტარტაპ გრაინდმა მსოფლიო ბანკთან, ევროკავშირთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ბრიტანელ ინვესტორთან ნელსონ გრეისთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ღონისძიების მიზანია საქართველოში ენჯელ ინვესტინგის პოპულარიზაცია და სტარტაპერების წახალისება. მოწვეულმა ინვესტორმა საკუთარი ოცწლიანი გამოცდილება გაუზიარა დამსწრე საზოგადოებას და მისცა რჩევები ბიზნეს პროექტების განსახორციებლად.

ნელსონ გრეი არის ბიზნეს ინვესტორთა ჯგუფების წევრი, მან 50-ზე მეტი ინვესტიცია განახორციელა სხვადასხვა კომპანიაში. ნელსონი მრავალი წარმატებული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და მენტორი იყო. ის დღემდე აგრძელებს თავისი ფართო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ბიზნეს ლიდერებისთვის, ანტრეპრენერების მომზადებას იმისათვის, რომ მათი ბიზნესი უფრო მასშტაბური გახდეს. ნელსონმა 2008 წელს, წლის საუკეთესო ევროპელი ბიზნეს ანგელოზის სტატუსი დაიმსახურა, 2015 წელს კი საწარმოების ხელშეწყობისთვის განსაკუთრებული ჯილდოს მფლობელი გახდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა