გია ვოლსკი - 2-3 კონგრესმენი ლობირებს "ფრონტერას" და იყენებს არაადეკვატურ კომენტარებს, რომელმაც ტაშ-ფანდური გამოიწვია "ნაცმოძრაობის" რიგებში

2 თუ 3 კონგრესმენი პირდაპირ ლობირებს "ფრონტერას" და იყენებს აბსოლუტურად არაადეკვატურ კომენტარებს, რომლებმაც სიხარული და ტაშ-ფანდური გამოიწვია "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან კონგრესმენ პიტ ოლსონის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ვოლსკის თქმით, მისი ეს განცხადება დესტრუქციულია და პირადი ბიზნესინტერესებით არის განპირობებული.

„მე მგონია, რომ ეს განცხადება გარკვეულწილად განპირობებულია პირადი ბიზნეს-ინტერესებით, ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ ვფიქრობ, ამავე დროს დესტრუქციულია იმდენად რამდენადაც არსებობს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ერთი ის, რომ შიგნით ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან აქ დასაქმებული ადამიანები, ერთი წლის განმავლობაში ხელფასს ვერ იღებენ და ქუჩაში გაყარეს, მეორე ის, რომ ეს თემა იხილება სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ და არ მგონია, რომ რომელიმე კონგრესმენი ან რომელიმე საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომელი არსებობდეს ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც არ ესმის, რომ როცა საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟზე იხილება, იქ ქვეყნის მიმართ მუქარა არის არაადეკვატური, არამეგობრული და თუ ვინმეს გაუხარდება ეს განცხადებები, არის მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ თავის სატელიტებით და მოსკოვი. ერთ კონგრესმენზე პასუხის გაცემით ჩვენ ვერ დავფარავთ მთლიანად იმ თემებს, რომელიც დღეს აქტუალურია და რომელიც რამდენიმე კონგრესმენის სხვა შინაარსის წერილში გამოჩნდა. თუმცა, არიან ადამიანები, 2 თუ 3 კონგრესმენი, რომლებიც პირდაპირ ლობირებენ „ფრონტერას“ და იყენებენ აბსოლუტურად შეუსაბამო, არაადეკვატურ კომენტარებს, რომლებმაც სიხარული და ტაშ- ფანდური გამოიწვია “ნაციონალური მოძრაობის” რიგებში", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა