ანრი ოხანაშვილი - არავის მივცემთ უფლებას კანონი დაარღვიოს ან ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს

არავის მივცემთ უფლებას, რომ ან კანონი დაარღვიოს ან კიდევ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, სადაც მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენელს უპასუხა და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, უმასპინძლოს საპარლამენტო ასამბლეას, როგორც ამას ორგანიზაციის პრინციპები და წესები ითვალისწინებს.

მისივე თქმით, ასეთი მაღალი დონის ღონისძიებების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას არ იღებს ერთი კონკრეტული პირი.

„თქვენთვის ეს არის „გავრილოვის ღამე“, ჩემთვის ეს არის პარლამენტის შენობის შტურმით აღების ღამე. თუმცა, გეტყვით, ასეთი მაღალი დონის ღონისძიებების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას არ იღებს ერთი კონკრეტული პირი. ეს გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი გუნდის და ხელისუფლების ჩართულობით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება ჩვენ მივიღოთ, ეს უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. სხვა ტიპის გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს რაიმე ფორმით დააზიანებს, რა თქმა უნდა, არ მივიღებთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციები. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებები ევროსაბჭოსთან მიმართებით, ამ დელეგაციებთან მიმართებით. ჩვენ ვაცნობიერებთ და ლოგიკურია და გვჭირდება ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა. იცით, რომ ძალიან მაღალ დონეზე გვაქვს ეს თანამშრომლობა. მათთან კონსულტაციის შედეგად მივიღებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა