რომან გოცირიძე - პრეზიდენტმა მორიგი კაპიტულანტური გზავნილი გაახმოვანა - ლავროვის ჩამოსვლა საყოველთაო მღელვარებას გამოიწვევს, „გავრილოვის ღამე“ მონაგონი იქნება

სალომე ზურაბიშვილმა მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან მორიგი კაპიტულანტური გზავნილი გაახმოვანა. სერგეი ლავროვის ჩამოსვლა გამოიწვევს საყოველთაო მღელვარებას, „გავრილოვის ღამე“ მონაგონი იქნება, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომ საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, მიუხედავად მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევისა.

რომან გოცირიძის განცხადებით, სერგეი ლავროვის ჩამოსვლაზე ნებართვის გაცემა იქნება საქართველოს ხელისუფლების რუსეთისადმი მორჩილების კიდევ ერთხელ დადასტურება და დაღუპული ქართველი მეომრების სულების შეურაცხყოფა.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, სერგეი ლავროვს იმიტომ გაუჩნდა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი, რომ სჯერა „მოსამზადებელი სამუშაოები უკვე გაწეულია“.

სალომე ზურაბიშვილმა სერგეი ლავროვის საქართველოში მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა. არავინ ექაჩებოდა ენაზე, რომ ამ საკითხს შეხებოდა. არცაა ეს მისი პრეროგატივა. მან მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან მორიგი კაპიტულანტური გზავნილი გაახმოვანა. ლავროვის ჩამოსვლა გამოიწვევს საყოველთაო მღელვარებას. „გავრილოვის ღამე“ მონაგონი იქნება. ის უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოს ოკუპაციაში, როგორც იმ მთავრობის წევრი, რომელმაც 2008 წელს აგრესია განახორციელა. მან, ასევე, არაერთხელ დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. მის ჩამოსვლაზე ნებართვის გაცემა იქნება საქართველოს ხელისუფლების რუსეთისადმი მორჩილების კიდევ ერთხელ დადასტურება და დაღუპული ქართველი მეომრების სულების შეურაცხყოფა. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც უნდა მოუწოდონ ლავროვს თავიანთი არხებით, რომ მისი ჩამოსვლა არ იქნება გონივრული ნაბიჯი, რომ ეს დაკავშირებულია რისკთან. ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს არჩევანი სტაბილურობასა და რუსეთისადმი მორჩილების დემონსტრირებას შორის.

წარმოვიდგინოთ, რომ მინისტერიალი ტარდება უკრაინაში. გაუჩნდებოდა სურვილი ლავროვსს იქ ჩასვლის? აქ უნდა, რადგან სჯერა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები უკვე გაწეულია, რომ პირობები მომწიფდა.

ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ ხელისუფლება გავრილოვთან დაკავშირებით. ყურად არ იღეს ჩვენი მოწოდებები. გავრილოვი პაიკია ლავროვთან შედარებით. ლავროვი პუტინის რეჟიმის საგარეო სახეა, იმ ქვეყნის მინისტრია, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი გვაქვს. არგუმენტი, რომ პატივი უნდა ვცეთ ევროსაბჭოს და როგორც მასპინძელმა ქვეყანამ შევასრულოთ ვალდებულებები, არის დემაგოგია. ყველამ კარგად იცის, რომ ამას მოჰყვება საპროტესტო გამოსვლების ტალღა. მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ხელისუფლებას,” - განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა