ნინო ლომჯარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგში შეხვედრებს განაგრძობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, ნინო ლომჯარია დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს, ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოს შეხვდა.

„შეხვედრაზე ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლს სასამართლო გადაწყვეტილებების შექმნასა და აღსრულებაში და აღნიშნა, რომ ომბუდსმენის მოსაზრებები პროცესში არის ობიექტური, ღირებული, კომპეტენტური და მნიშვნელოვანი. ნინო ლომჯარიამ ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს სახალხო დამცველის მანდატი გააცნო და საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მიმოიხილა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, ევროკავშირის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ გუნდის ხელმძღვანელი ლევან მესხორაძე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია“,-აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს