არჩილ თალაკვაძე ბოკუჩავა-მაჩალიკაშვილის ბრიფინგზე - ეს იყო ვიწროპარტიული ინტერესი და ასეთი ბრიფინგების ადგილი მათი პარტიული ოფისია

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას არ განვიხილავთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, თუ რატომ არ დაუშვეს საშვი პარლამენტში მალხაზ მაჩალიკაშვილზე და რატომ არ მისცეს მას პარლამენტში შესვლისა და თინა ბოკუჩავასთან ერთად ბრიფინგის გამართვის საშუალება, მან განაცხადა, რომ ეს იყო ვიწროპარტიული პოლიტიკური ინტერესი და პოლიტიკურ პარტიებს ბრიფინგების გამართვა საკუთარ ოფისში შეუძლიათ.

„ჯერ ერთი, თინა ბოკუჩავას არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია ჩემთან ბრიფინგთან დაკავშირებით. მეორეც, ეს არის სუფთა პოლიტიკური, ვიწროპარტიული ბრიფინგი, რომელზეც ეს პოლიტიკური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს კონკრეტული მოქალაქის ინტერესი საკუთარი პოლიტიკური ინტერესისთვის გამოიყენოს. შესაბამისად მე პირად მიმაჩნია, რომ ასეთი ბრიფინგების ადგილი მათი პარტიული ოფისია. ჩვენ მას ამის საშუალებას არ მივცემთ.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, პირდაპირ გეტყვით, რომ არ განვიხილავთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით მალხაზ მაჩალიკაშვილი და თინა ბოკუჩავა პარლამენტში ერთობლივი ბრიფინგის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა მაჩალიკაშვილი შენობაში არ შეუშვეს.

პარლამენტის შენობასთან ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც, რა დროსაც მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მას ადგილზე აღმოუჩინა დახმარება.

მალხაზ მაჩალიკაშვილს უმრავლესობიდან წამოსული დეპუტატებისთვის ინდივიდუალურად წერილების გადაცემა სურდა, რომლითაც იგი მისი შვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა