ცნობილია როგორი იქნება ეროვნული ბანკის ახალი ოფისი, რომლის მშენებლობაზეც სავარაუდოდ, 50 მლნ ლარი დაიხარჯება

ცნობილია როგორი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი ოფისი, რომლის მშენებლობაზეც სავარაუდოდ, 50 მილიონი ლარი დაიხარჯება.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დღევანდელი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სებ-ის ახალი სათაო ოფისის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, კონკურსის შედეგად უკვე გამოვლენილია კომპანია, რომელმაც ახალი ოფისის დიზაინი დაამუშავა.

„ამავე კომპანიამ მერიის ურბანული განვითარების სამსახურში შეიტანა განაცხადი განაშენიანების რეგულირების გეგმის ე.წ. გეგმარებითი დავალების მისაღებად. ჯერჯერობით სხვა სიახლე არაა“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ოფიციალური ინფორმაციით, გამარჯვებული ამერიკული კომპანია GLMV Architecture Inc -ია, რომელთანაც 2 537 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობას გეგმავს, რომლის ბიუჯეტიც სავარაუდოდ, 50 მლნ ლარი იქნება. სებ-ში ახალი ოფისის მშენებლობას ინსტიტუციის გაზრდილი ფუნქციებით ხსნიან და აცხადებენ, რომ ახალი, A კლასის ოფისის მშენებლობას დაახლოებით 3-4 წელი დასჭირდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს