მამუკა მდინარაძე - რუსეთის დელეგაციის საქართველოში შემოსვლა - არ შემოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად მივიღებთ

რუსეთის დელეგაციის საქართველოში შემოსვლა-არ შემოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილების თანაავტორები ევროპის საბჭოს წარმომადგენლები იქნებიან.

„იცით, რომ საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. შესაბამისად, მინისტერიალიც ტარდება ჩვენთან, მაგრამ გადაწყვეტილებას რუსეთის დელეგაციის საქართველოში შემოსვლა - არ შემოსვლასთან დაკავშირებით დამოუკიდებლად არ მივიღებთ. ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად და ნებისმიერ შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილების თანაავტორები იქნებიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. ამიტომ წინასწარ ამაზე საუბარი არ შემიძლია, წინასწარ ვერ გავახმოვანებ გადაწყვეტილებას.

ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ ვისაც დარღვეული ექნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, იმაზე გადაწყვეტილება აბსოლუტურად სხვა მიმართულებით უნდა მივიღოთ, ხოლო ვისაც არ ექნება დარღვეული, იმაზე აბსულუტურად სხვა რეჟიმში უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილებას ნამდვილად ვერ გეტყვით,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო