გიორგი გახარია შეკითხვაზე: „წერილი თუ სიხარული?“ - სიხარული მნებავს და რომ იცოდეთ, ამ კითხვაზე საავტორო უფლებები ჩემია, ისევე როგორც თვალის ჩაკვრაზე

რა თქმა უნდა, თქვენგან და ზოგადადაც სიხარული მნებავს. საერთოდ, რომ იცოდეთ, ამ კითხვაზე საავტორო უფლებები ჩემია, ისევე როგორც თვალის ჩაკვრაზე, - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტის რიტორიკულ შეკითხვას: „წერილი უნდა თუ სიხარული?“

გახარია კონგრესმენების კრიტიკულ წერილებთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მზადაა, ნებისმიერ მწვავე კითხვას პასუხი გასცეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.

„როგორი მწვავე კითხვებიც არ უნდა დაისვას, ყოველთვის მზად ვართ, დავსხდეთ და ამ კითხვებზე ვისაუბროთ. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, სადაც არ უნდა დაისვას მწვავე კითხვები, რომლებიც ეხება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, საგარეო ორიენტაციას, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობას“, - აღნიშნა გახარიამ ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილებზე კომენტირებისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა