გიგი უგულავა - ყველა სიკეთესთან ერთად, ეს არის რეგვენის განცხადება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ ივანიშვილმა გამიზნულად მოატყუა ხალხი

ყველა სიკეთესთან ერთად, ეს არის რეგვენის განცხადება, რადგან ამით პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს იმას, რომ ივანიშვილმა გამიზნულად მოატყუა ხალხი, - აღნიშნული განცხადება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა. კითხვა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხებოდა, რომელიც აცხადებს, რომ

24 ივნისს რამდენიმედღიანი მასშტაბური პროტესტის ფონზე პარტიამ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება იმიტომ გასცა,

რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი განემუხტათ.

"თუ ეს ასეთი ფორმით თქვა თალაკვაძემ ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მომიწევს ამ ფრაზის გამოყენება, ყველა სიკეთესთან ერთად, ეს არის რეგვენის განცხადება, იმიტომ რომ ამით პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს იმას, რომ ივანიშვილმა გამიზნულად მოატყუა ხალხი. აქამდე ჩვენ გვეგონა, რომ ივანიშვილმა 20 ივნისის შემდეგ რაღაცა ზეციური სხივებით გაუნათდა გონება, დაინახა ხალხის რისხვა, დაინახა ხალხის მოთხოვნა და შეთავაზა პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით, ხოლო ბატონი თალაკვაძის ვერსიით, ეს ყველაფერი იყო თავიდანვე ჩაფიქრებული მზაკვრული ტყუილი. ეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს მას პირადად და ივანიშვილს და მთლიანად "ქართულ ოცნებას", - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ გამოვიდა მმართველი გუნდი 24 ივნისს პროპორციულ სისტემაზე 2020 წელსვე გადასვლის ინიციატივით, რაც მოგვიანებით თავადვე ჩააგდო, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ივნისის მოვლენების დროს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი იყო შექმნილი, რაც დიდწილად ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების შედეგი იყო და ეს ინიციატივა ამიტომ გაცხადდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს