მედიაბაზარზე ახალი ჟურნალი “MEET GEORGIA” – „გაიცანი საქართველო“ გამოვიდა

ქართულ მედიაბაზარზე ახალი საინფორმაციო ჟურნალი “MEET GEORGIA” – „გაიცანი საქართველო“ გამოვიდა.

კომპანია „დიდ ფაქტორი - DID FACTORY” -ის ინფორმაციით, ქართულ-ინგლისური, ჟურნალის პირველ ნომერში ქართველი და უცხოელი მკითხველები გაეცნობიან მრავალ საინტერესო ინფორმაციას საქართველოს, რეგიონების, ეკონომიკისა და ბიზნესის ტენდენციების, ქართული მოდის, კულტურის, სპორტის ტრადიციების, ქართული ღვინისა და კულინარიის, კომპანიების შესახებ.

„მსოფლიო მედიის განვითარების ტენდენცია ცხადჰყოფს, რომ ინტერნეტის ეპოქაში, როდესაც ადამიანები იღებენ უამრავ ინფორმაციას, მათ აუცილებლად სჭირდებათ განტვირთვაც და ინფორმაციის ალტერნატიული წყარო, სადაც ახლებურად და ამომწურავად იქნება მოყოლილი საინტერესო ამბები თუ ფაქტები ერთი თემის ირგვლივ.

ჩვენთვის მთავარი თემა არის საქართველო. საქართველოს გეოგრაფიული, ბიზნეს-ეკონომიკური, ტურისტული, ინოვაციური, კულტურული, ტრადიციული, სპორტული და ა.შ, პოტენციალისა და მიღწევების წარმოჩენა და მისი გაცნობა უცხოელი სტუმრებისთვის, ქვეყანაში აკრედიტებული დიკორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, საქმიანი, ბიზნეს წრეებისა და დაინტერესებული პირებისთვის“, - აცხადებენ გამომცემლები.

მათივე განმარტებით, კონცეპტუალური გააზრებისა და წინასწარი კვლევების შედეგად დგინდება, რომ აღნიშნული სახის საინფორმაციო სარეკლამო პროდუქტის დეფიციტი თვალსაჩინოა, ხოლო მოთხოვნა დიდი.

„ჟურნალში მასალები წარმოდგენილია ძირითადად ვიზუალური სახით (ფოტო) და მცირე ზომის საინფორმაციო სარეკლამო ტექსტებით ქართულ და ინგლისურ ენაზე. ტექსტების მცირე მოცულობა და ვიზუალური ეფექტი ჟურნალს სძენს დინამიურობას და მისგან სრული, ამომწურავი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი ხდება მინიმალურ დროში - 40 წუთი ყველა რუბრიკისთვის.

ჩვენი ჟურნალის მეშვეობით შესაძლებლობა გეძლევათ აღმოაჩინოთ ახალი, უცნობი და საინტერესო ფაქტები, ადგილები ან გაიხსენოთ რომელიმე კონკრეტული ამბავი თუ მოვლენა წარსულიდან.

ქვეყნის სტუმრებს შეგიძლიათ გაეცნოთ საინტერესო ამბებს საქართველოზე, მის კუთხეებზე, ისტორიაზე, ტრადიციებზე, კულტურაზე, მიღწევებზე, სამომავლო გეგმებზე; აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მარშრუტები, მოინახულოთ ისტორიული, კულტურული, დასვენებისა და გართობის ადგილები; იფიქროთ სამომავლო ბიზნესაქტივობაზე ქართულ ეკონომიკაში, გაეცნოთ ქართულ ბრენდებს და ისარგებლოთ სასურველი ქართული სერვისით.

ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ საჯარო სექტორს, ქართულ კომპანიებს, მოუთხრონ თანამოქალაქეებსა და ქვეყნის სტუმრებს საკუთარ წარმატებებზე“, - აღნიშნავენ ავტორები,

ჟურნალის გამომცემელია კომპანია „დიდ ფაქტორი - DID FACTORY” და ის ვრცელდება უფასოდ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს