გიორგი ვაშაძე - "ქართული ოცნება", რომელიც კორონავირუსად იქცა, უნდა მოვაშოროთ ქვეყნის მართვას

"ქართული ოცნება", რომელიც კორონავირუსად იქცა, უნდა მოვაშოროთ ქვეყნის მართვას , - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, 4 თებერვალს პარლამენტთან სრულიად გაერთიანებული ოპოზიცია შეიკრიბება. იგეგმება ასევე პარლამენტის შენობის პიკეტირებაც.

"ოპოზიცია ერთიანია თავის პოზიციაში. ჩვენ, ოთხ თებერვალს ვიკრიბებით პარლამენტთან, სადაც გვექნება მშვიდობიანი საპროტესტო ღონისძიება. ჩემი პოზიციაა,რომ ყოველგვარ ციფრებზე საუბარი, რა კვოტით უნდა ვიყოთ შემდეგ, აბსოლუტურად არასწორია და ამაზე შევთანხმდით კიდეც. ჩვენი მოთხოვნა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უცვლელია. "ქართული ოცნება", რომელიც კორონავირუსად იქცა, უნდა მოვაშოროთ ქვეყნის მართვას",-განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მორიგ რაუნდს, ვაშაძის თქმით, აღნიშნული დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე და მათგან უმთავრესი ამერიკის ელჩის ჩამოსვლაა.

„რაც შეეხება მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს, არვიცი როდის იქნება. ეს დაკავშირებულია, როგორც ვიცი ამერიკის ელჩის ჩამოსვლასთანაც და ახალ გზავნილებთან, თუმცა ახალი გზავნილები იქნება კიდევ უფრო მკაცრი ვიდრე ჩვენ გვესმის სენატი-კონგრესისგან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს