გიორგი ვაშაძე - ყველა სხვა თემაზე სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, ჩემი საქმე არ არის, მე არ უნდა გადავწყვიტოო და უცებ  რატომ აღმოჩნდა ლავროვი მისი საქმე?

ყველა სხვა თემაზე სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, ჩემი საქმე არ არის, მე არ უნდა გადავწყვიტოო და უცებ რატომ აღმოჩნდა ლავროვი სალომე ზურაბიშვილის საქმე? - ასე გამოეხმაურა „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყნის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას რუსული დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

ვაშაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი და მთლიანად „ქართული ოცნება" არის რუსეთის გავლენის ქვეშ.

სალომე ზურაბიშვილი არის რუსეთის გავლენის აგენტი საქართველოში. ის ქართველ ხალხს „ქართულმა ოცნებამ" აარჩევინა. „ქართული ოცნება" საუბრობს სალომე ზურაბიშვილის მაგივრად, ყველა სხვა თემაზე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ ჩემი საქმე საქმე არ არის, მე არ უნდა გადავწყვიტოო და უცებ რატომ აღმოჩნდა ლავროვი სალომე ზურაბიშვილის საქმე, მას ხომ ფუნქცია არ აქვს? ასე აღმოჩნდა იმიტომ, რომ ის იცავს არა საქრთველოს, არამედ რუსეთის ინტერესებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს