გიგა ბოკერია - ივანიშვილის ერთ-ერთმა მსხვილმა "კლოუნმა", პარლამენტის თავმჯდომარემ პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა, რომ კრიზისი ჰქონდათ და ამიტომ დაპირდნენ საზოგადოებას პროპორციულ არჩევნებს

ივანიშვილის ერთ-ერთმა მსხვილმა "კლოუნმა", თანამდებობით პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა. მან პირდაპირ თქვა, რომ მათ კრიზისი ჰქონდათ და ამიტომ დაპირდნენ საზოგადოებას პროპორციულ არჩევნებს, ხოლო როცა განსაჯეს, რომ არჩევნებს ვეღარ იგებდნენ, ამიტომაც გადაგვაგდეს. ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ქართველი საზოგადოება „ივანიშვილის ყველა უტიფარ პოლიტიკოსს“ ამის გამო, პასუხს აგებინებს.

„მთელმა საზოგადოებამ ვიცოდით ისედაც ის უტიფარი საქციელი, რაც ივანიშვილმა და მისმა კლოუნებმა ჩაიდინეს, როცა მთელი ქვეყანა გადაადგეს და თან გვითხრეს, რომ ფეხებზე გვკიდიხართ ყველანიო, მაგრამ მაინც აღსანიშნავია, როდესაც პირდაპირ ეთერში აღიარებით ჩვენებას გვაძლევს ივანიშვილის ერთ-ერთი მსხვილი კლოუნი, თანამდებობით, პარლამენტის თავმჯდომარე. მან გუშინ პირდაპირ თქვა, რომ კრიზისი გვქონდაო, ამ კრიზისის განსამუხტად პროპორციულს დაგპირდით და მერე განვსაჯეთ, რომ ვერ ვიგებდით არჩევნებს და ამიტომ გადაგაგდეთო. ამის ასე დამარცვლით თქმა, უტიფრობის ახალი ხარისხია. სწორედ ამიტომ აგებინებს ქართველი საზოგადოება პასუხს, ამ უტიფარი ივანიშვილის ქვეშ მყოფ უტიფარ პოლიტიკოსს ასეთი დამოკიდებულებისთის, არა ოპოზიციის, ან ოპონენტების მიმართ, არამედ მთელი საზოგადოების მიმართ“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გარდა ამისა, ის ასევე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში დახურულ მოსმენაზე პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვა არ ჰქონიათ.

„მეორე რაც მინდა ვთქვა, ახლა მოვისმინე მედის საშუალებით კიდევ ერთი თავხედური და ცინიკური განცხადება მდინარაძის. მან თქვა, რომ ჩვენ პარლამენტში დახურული მოსმენა გვქონდაო და იქ ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც პანკისში ჩატარდა, კითხვა არ გასჩენიათო. ეს არის თავხედური და ცინიკური სიცრუე. უამრავი კითხვა იყო ორივე სპეცოპერაციაზე. ერთი, რომელიც თბილისში ჩატარდა და მეორე, რომელიც პანკისში ჩატარდა. ჩვენ უამრავი კითხვა გვქონდა არა იქიდან გამომდინარე, რასაც ოჯახის წევრები იძახიან, არამედ ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ვიცოდით. იმასთან დაკავშირფებით, რომ მტკიცებულებების გაყალბება მოხდა, ჯერ კიდევ დიდი ეჭვები მაშინ იყო. ასე, რომ ეს არის თავხედური სიცრუე, რაც მან ბრძანა“,-აღნიშნა ბოკერიამ.

ცნობისთვის, არჩილ თალაკვაძემ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ მოლოდინი ჰქონდათ, რომ ოპოზიციისთვის პროპორციული სისტემის შეთავაზებით, სიტუაცია განიმუხტებოდა, თუმცა ოპოზიციამ „დესტრუქცია გააგრძელა“.

„გვქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიციისთვის პროპორციული სისტემის შეთავაზებით შეთანხმება შედგებოდა, შევძლებდით თანამშრომლობას, სიტუაცია განიმუხტებოდა და ეს იქნებოდა ქვეყნის ინტერესებისთვის გაერთიანების წერტილი, თუმცა ოპოზიციამ 20 ივნისის შემდეგაც გააგრძელა დესტრუქცია, ქუჩის პროცესები და დაპირისპირება, ჩვენი თანაგუნდელების მიმართ მძიმე შეურაცხყოფა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო