არჩილ თალაკვაძე - გვქონდა მოლოდინი, რომ პროპორციული სისტემის შეთავაზებით თანხმობა შედგებოდა და სიტუაცია განიმუხტებოდა,  თუმცა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობაც ჩაშალა და დესტრუქცია გააგრძელა

გვქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიციისთვის პროპორციული სისტემის შეთავაზებით შეთანხმება შედგებოდა, შევძლებდით თანამშრომლობას, სიტუაცია განიმუხტებოდა და ეს იქნებოდა ქვეყნის ინტერესებისთვის გაერთიანების წერტილი, თუმცა ოპოზიციამ 20 ივნისის შემდეგაც გააგრძელა დესტრუქცია, ქუჩის პროცესები და დაპირისპირება, ჩვენი თანაგუნდელების მიმართ მძიმე შეურაცხყოფა ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, გამოჩნდა, რომ ოპოზიციას სურდა დესტაბილიზაცია და არა პროპორციული არჩევნები.

„აშკარად გამოჩნდა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი არათუ თანამშრომლობისთვის არის მზად, არამედ პირიქით - ყველა გზას ეძებს, რომ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით მიაღწიოს ცვლილებებს, რასაც ვერ დავუშვებთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ წინადადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 100/ 50 მოდელი კომპრომისული ვარიანტია. მისი თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას და იმას, რომ ქვეყანაში მმართველობის პროცესი განხორციელდეს შეფერხების გარეშე.

„იმედი მაქვს, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ხედავენ საკუთარ თავს პოლიტიკაში, გაემიჯნებიან დესტრუქციულ პროცესებს და ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ყველამ ვიცით, რომ კანონმდებლობაში დღევანდელი სტასტუს-კვო არის შერეული მოდელი და არჩევნები ჩატარდება შერეული საარჩევნო მოდელით“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ და დასძინა: „ბურთი არის ოპოზიციის მოედანზე და ხელისუფლება ელოდება, რა იქნება მათი პასუხი“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო