პრემიერი კონგრესმენების წერილზე -  არ შეგვშინებია მწვავე შეკითხვების და არც მწვავე პასუხების გაცემის -  წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ემოციის გარეშე ყველა კითხვაზე პასუხი იქნება გაცემული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ის ჟრიამული, რაც კონგრესმენების წერილებთან დაკავშირებით საქართველოში მოეწყო, გასაგებია.

„პოლიტიკური კონტექსტი არის და ყველა, რა თქმა უნდა, საარჩევნო ციკლიდან გამომდინარე ამ წერილს პოლიტიკურ კონტექსტში გამოიყენებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ კონგრესმენების მიერ მისთვის გამოგზავნილ წერილებთან დაკავშირებით.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა წერილი, რომელიც მიიღეს, არ დამალულა და მხარეთა შეთანხმებით გასაჯაროვდა.

„მე ვთვლი, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის რა სახის მწვავე კითხვებიც არ უნდა დაისვას, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დავსხდეთ და ვისაუბროთ ამ კითხვებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. სადაც არ უნდა დაისვას მწვავე კითხვები, რომლებიც ეხება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, საგარეო ორიენტაციას, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობას - ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და განვითარება არის შეუქცევადი. შეიძლება, ჩვენს კოლეგებს გარკვეული კითხვის ნიშნები აქვთ, რომლისაც, გარწმუნებთ, რომ არასდროს შეგვშინებია. არ შეგვშინებია მწვავე შეკითხვების და არც მწვავე პასუხების გაცემისა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ემოციების გარეშე ყველანაირ კითხვაზე პასუხი იქნება გაცემული. რაც შეეხება გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, ყველაფერი არის შედარებითი. დღეს, საქართველოს რეგიონში ყველაზე მზარდი ეკონომიკა აქვს. ჩვენი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება, საქართველოს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები იზრდება. ქვეყნას აქვს მთელი რიგი გეგმა ინფრასტრუქტურული რეფორმების, რომელთა შესახებაც დღეს დონორებთან ვისაუბრეთ. ხომ გესმით, დონორთან კონფერენცია და ფორუმი რას ნიშნავს?! ის ინფრასტრუქტურული რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ტარდება, მათი მხარდაჭერით უნდა ჩატარდეს, როგორც ფინანსური, ასევე სხვა სახის“, - განაცხადა გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობა წერილებით არ უნდა მიმდინარეობდეს. ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებს დონორთა ყოველწლიური ფორუმის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"ეს ჩვენი შეცდომაა, მათი შეცდომაა თუ ყველას შეცდომაა, რა მნიშვნელობა აქვს ამას? მთავარი არის აქ რა - ორ ქვეყანას შორის არსებობს სტრატეგიული ურთიერთობა. ეს გამომდინარეობს ბუნებრივი ინტერესებიდან, როგორც საქართველოს, ასევე შეერთებული შტატების და ბოლოს და ბოლოს, ეს არის ჩვენი მოსახლეობის 75 პროცენტის გადაწყვეტილება. სხვა ყველაფერი პირობითი მოვლენებია, რასაც ჩვენ ერთად, სტრატეგიული პარტნიორები, რა სიმძიმის კითხვებიც არ უნდა გვქონდეს, დავსხდებით და მოვაგვარებთ",- განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა