ადვოკატი - მოვუწოდებთ თბილისის პროკურატურას, გამოაქვეყნოს მტკიცებულება, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს რაიმე სახის კავშირი ჰქონდა ახმედ ჩატაევთან

მოვუწოდებთ თბილისის პროკურატურას, გამოაქვეყნოს მტკიცებულება, არსებობს თუ არა რაიმე სახის მონაცემი, ფაქტი, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს რაიმე სახის კავშირი ჰქონდა ახმედ ჩატაევთან და ასევე მტკიცებულება, რომ თემირლან მაჩალიკაშვილმა იცოდა ორი ჩეჩენი ადამიანის მიზნების და ახმედ ჩატაევთან კავშირის შესახებ, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სუბიექტურია და ცალკეული მტკიცებულებები არასწორადაა ინტერპრეტირებული.

„პირველ რიგში, ვაცხადებ ოჯახის პოზიციას ტერორიზმთან დაკავშირებით. ჩვენ ვემიჯნებით ტერორიზმს. ვგმობთ მის ყოველგვარ გამოვლინებას. მიგვაჩნია, რომ ტერორიზმი არის სასტიკი დანაშაული და მას არც ეროვნება, არც დასაწყისი და არც დასასრული არ აქვს. თემირლან მაჩალიკაშვილის სახელის გაიგივება ტერორიზმთან არის ხელმეორედ სასიკვდილო ტყვიის გასროლა მაჩალიკაშვილების ოჯახში.

თბილისის პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო სუბიექტური და ცალკეული მტკიცებულებები არასწორად ინტერპრეტირებული. ორი წლის განმავლობაში ვითხოვდით სწორედ ამ ადამიანის და მასთან მყოფი მეორე პირის ჩვენების გასაჯაროებას, თუმცა მიზანმიმართულად უარს გვეუბნებოდნენ. ორი კვირის წინ გახდა ჩვენთვის ცნობილი და ამ პერიოდში ვერ მოვასწარით საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, სადაც დავადასტურებდით, რომ სპეცრაზმელის მიერ მონათხრობი ისტორია ვერ განხორციელდებოდა 10 წამზე ნაკლებ პერიოდში, ამ პერიოდში კი აბსოლუტურად შესაძლებელი იქნებოდა, რომ სხვა სიცოცხლისთვის ნაკლებად საშიში მოქმედება განხორციელებულიყო.

მოვუწოდებთ თბილისის პროკურატურას, გამოაქვეყნოს შემდეგი მტკიცებულება, არსებობს თუ არა რაიმე სახის მონაცემი, ფაქტი, მტკიცებულება, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს პირდაპირი კავშირი ან რაიმე სახის კავშირი ჰქონდა ახმედ ჩატაევთან, ასევე, გთხოვთ, საზოგადოებას წარმოუდგინოთ მტკიცებულება, ფაქტი, გარემოება, რომ თემირლან მაჩალიკაშვილმა იცოდა ორი ჩეჩენი ადამიანის, რომელსაც იცნობდა მეტსახელებით - სეიჰულა და აბდულა, მათი წარმომავლობის, მათი მიზნების, მათი აჰმედ ჩატაევთან კავშირის შესახებ“,- განაცხადა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

უწყების განმარტებით, „სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა