საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაია რჩეულიშვილს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია გოგიაშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულ მაია რჩეულიშვილს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნება.

როგორც სხდომაზე მოსამართლემ განმარტა, ვინაიდან, თავად ბრალდებული მაია რჩეულიშვილი და მისი ინტერესების დამცველი, ბექა ბასილაია უკვე რამდენიმე სხდომას სხვადასხვა მიზეზით არ ესწრებიან, სახეზეა პროცესის განზრახ გაჭიანურება, შესაბამისად, საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატი ჩაერთვება, რომელიც საქმის მასალებს გაეცნობა.

ხოლო დაცვის მხარის გამოუცხადებლობის გამო, მოსამარათლემ პროცესი 24 თებერვალს, 11:00 საათისთვის გადადო.

სხდომას ბრალდებული გურამ რჩეულიშვილი და მისი ადვოკატი ესწრებოდნენ. სხდომის კიდევ ერთხელ გადადებას „ცენტრ-პოინტის” დაზარალებულების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მათ რჩეულიშვილი დარბაზიდან შეძახილებით გაუშვეს და უთხრეს, რომ ის “საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ვერ ეღირსება”.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო