მალხაზ მაჩალიკაშვილი - მივმართავ ოპოზიციურ პარტიებს, დამიდექით გვერდით, „ქართული ოცნების“ განადგურებისთვის

ჩემი ბრძოლა დღეიდან იწყება. მინდა მივმართო ოპოზიციურ პარტიებს, დამიდექით გვერდით, „ქართული ოცნების“ განადგურებისთვის,- ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაჩალიკაშვილის თქმით, მის შვილს არც ხელყუმბარა ჰქონია, არც ჩატაევთან დაკავშირებული ყოფილა და ეს „მაღალი თანამდებობის პირსაც აქვს ნათქვამი“.

„პროკურატურა იქნება, პარლამენტის წევრები, ის მდინარაძეები, თალაკვაძეები, თუ ვოლსკი - ამ ადამიანებს, რომლებიც გუშინ საუბრობდნენ, არანაირი მტკიცებულებები არ აქვთ. ამ ადამიანებმა იფიქრეს - ჩვენ ერთი ხელის ჩამოქნევით ამ საქმეს დავხურავთ. მათაც იწვალეს, რომ რამენაირად ჩემთან შერიგებით ან დალაპარაკებით მოგვარებულიყო ეს საქმე, მაგრამ, რადგან მე წინააღმდეგ წავედი, ასე გადაწყვიტეს.

თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია, თემირლანი არანაირად ჩატაევთან დაკავშირებული არ ყოფილა, ეს ცხადია, ამაში ორი აზრი არ არის. ის, რომ თემირლანს ჩატაევთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია, ეს ნათქვამი აქვს მაღალი თანამდებობის პირს, რომ ჩვენ ვიცით, რომ არ იყო თემირლანი დამნაშავეო.

თემირლანი დაადანაშაულეს პირდაპირ ტერორიზმში, დაარქვეს სახელი ტერორისტი ადამიანს, რომელიც არცერთხელ არაა დაკითხული, ჩვენება არ აქვს მიცემული და გუშინ ე.წ.-მა პროკურატურამ, გახრწნილმა ბუდემ პირდაპირ დაარქვა ტერორისტის სახელი. დედა გეტირებათ სულ მალე, ამას მე გპირდებით.

ჩემი ბრძოლა დღეიდან იწყება, აქამდე მე არ მიბრძოლია, არაფერი გამიკეთებია. მინდა მივმართო საქართველოში და საქართველოს გარეთ არსებულ ყველა ოპოზიციურ პარტიას დიდი თხოვნით. დამიდექით გვერდით, „ქართული ოცნების“ განადგურებისთვის, ამ სიმახინჯის მოშორებისთვის, ამ სიმახინჯისთვის ქართველი ერის გათავისუფლებისთვის. დამიდექით გვერდით, მომეცით თქვენი ძალა და ენერგია, შევეჭიდო ამ „ქართულ ოცნებას“, ამ სიმახინჯეს და ამ სისხლიან სისტემას“,- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

უწყების განმარტებით, „სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია".

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა