გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,  „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 იანვარს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში, ხატაეთის, ჩარგალეთის, შოთა რუსთაველის და მიმდებარე ტერიტორიაზე.

აგრეთვე დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე, 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა, თეგერაანები და მიმდებარე სოფლებში, 15:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი და მიმდებარედ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს