სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო,  30 იანვარს  ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა ტიპის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, 30 იანვარს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

საბურთალოს რაიონი, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ),სოფელი დიღომის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, ასი ათასი მოწამის, ოჟიოს, გიორგი მიროტაძის, ანდრია აფაქიძის, სულხან ცინცაძის, მერაბ ალექსიძის და ბიძინა კვერნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრიწის, ელგუჯა ამაშუკელის, შალვა ნუცუბიძის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 16:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზის გამზირის და პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, მეგობრობის, გრიგოლ აფშინაშვილის, არტურ ლაისტის და მარჯორი უორდროპის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ლიბანის და ბარალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:30 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის „ა“, I, II, III, IV, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ილია ვეკუას, ანგია ბოჭორიშვილის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 16:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა