დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი დაბა ჟინვალში და სოფელ მაღაროსკარში გამართულ სოფლის კრებებს დაესწრო

დაბა ჟინვალსა და მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ კრებებს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას პროგრამის მიზნები გააცნეს და მათგან საპროექტო წინადადებები მოისმინეს.

„სოფლებში განსახორციელებელი პროექტები საერთო კრების წევრებმა ღია კენჭისყრის პრინციპით შეარჩიეს: დაბა ჟინვალში - საბავშვო ბაღის და საჯარო სკოლის შემოღობვა; სოფელ მაღაროსკარში - დაზიანებული გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია; სოფელ ქალილოში - სასმელი წყლის სისტემის მოწყობა. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საერთო კრებები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ტარდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო