რუსეთის მთავრობამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კურატორად ვიცე-პრემიერი დანიშნა

რუსეთის ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, ასევე ოკუპირებულ ყირიმთან და კალინინგრადთან თანამშრომლობას გაუწევს კურირებას. ამის შესახებ რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ამ ინფორმაციის თანახმად, ხუსნულინი კოორდინაციას გაუწევს აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანოების მუშაობას, გასცემს მითითებებს ფედერალური მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის შესახებ ყირიმსა და სევასტოპოლში, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში კი სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.

მარატ ხუსნულინი ბოლოს მოსკოვის მერის მოადგილე იყო, რომელიც ქალაქმშენებლობის საკითხებს კურირებდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა