ნათია თურნავა -  ვაგრძელებთ სტრუქტურულ რეფორმებს

უფრო ძლიერი და ინკლუზიური ზრდის მისაღწევად ვაგრძელებთ სტრუქტურულ რეფორმებს, როგორიცაა საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, გადახდისუუნარობის რეფორმა, ენერგეტიკის რეფორმა, სამთო სექტორის რეფორმა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების შესახებ საუბრისას, დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სტრუქტურულ რეფორმებთან ერთად, მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარება და ფინანსების ხელმისაწვდომობის გაძლიერება მთავარ ფაქტორებს წარმოადგენს კერძო სექტორისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის.

„აღსანიშნავია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებმა და პოლიტიკის ზომებმა უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები და მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენცია სწრაფად იზრდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია მაღალი და კონკურენტუნარიანი მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის განვითარება.

ნათია თურნავამ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა მუდმივად მუშაობს ახალი ინსტრუმენტების შექმნაზე, რათა უზრუნველყონ ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და სამთავრობო პროგრამების ბაზრის საჭიროებებზე მორგება.

დონორთა ყოველწლიური კონფერენცია ცერემონიების სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. ფორუმის ფარგლებში, ნათია თურნავამ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო