ნათია თურნავა - ადამიანური კაპიტალის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

ჩვენი სამინისტრო აწარმოებს შრომითი ბაზრის შესაბამის კვლევებს, რაც საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ კონკრეტული პოლიტიკის მიმართულებები და საჭიროებები შრომის ბაზრის გაუმჯობესებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიზნით , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანური კაპიტალის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„განათლების რეფორმების პარალელურად, შრომის ბაზრის პოლიტიკა ფოკუსირდება შრომის ბაზრის საჭიროებებზე მეტი ინფორმაციის მიწოდებაზე, შრომითი შესაბამისობის სერვისების გაღრმავებაზე, პროფესიულ განათლებაზე, სასწავლო პროგრამების განვითარებასა და შრომით ძალებში ქალების უფრო აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობაზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოსვლისას.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია მეტი კოორდინაცია როგორც უწყებებს შორის, ასევე დონორ ორგანიზაციებთან, რადგან რეფორმების დღის წესრიგი ძალიან მრავლისმომცველია და მოითხოვს, ვიყოთ უფრო მიზანმიმართულები და ეფექტიანები.

დონორთა ყოველწლიური კონფერენცია ცერემონიების სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. ფორუმის ფარგლებში, ნათია თურნავამ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა