ევროკავშირმა შესაძლოა, ჩინელებს და ბოლო პერიოდში ჩინეთში მყოფ ვიზიტორებს ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალოს

კორონავირუსის ეპიდემიის გამწვავების ფონზე, ევროკავშირმა მის ტერიტორიაზე ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომები მიიღო. როგორც ევროკავშირიდან შიდა წყარომ SchengenVisaInfo.com-ს განუცხადა, ევროკავშირი ეროვნებით ჩინელი მგზავრებისთვის და ჩინეთში ბოლო პერიოდში მყოფი ვიზიტორებისთვის ევროპაში შესვლის პირობების გამკაცრებისთვის ემზადება.

„ევროკავშირმა უკვე გადაწყვიტა, რომ სამოქალაქო დაცვის მექანიზმს აამოქმედებს, თუმცა, თუკი ვირუსი ამ ტემპებით განაგრძობს გავრცელებას, შესაძლოა, ევროკავშირმა კვირის ბოლომდე ეროვნებით ჩინელებისთვის და ბოლო პერიოდში ამ ქვეყანაში ვიზიტორებისთვის აკრძალვები გამოსცეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

ევროკავშირის ტერიტორიაზე ვირუსის 8 შემთხვევა დადასტურდა - 4 საფრანგეთში და 4 გერმანიაში. ყაზახეთმა, მალაიზიამ და შრი ლანკამ ეროვნებით ჩინელებზე ვიზების გაცემა გაამკაცრა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს