საფრანგეთის ტერიტორიაზე კორონავირუსით დაინფიცირების მეხუთე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საფრანგეთის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრმა ანიეს ბიუზენმა განუცხადა.
„საუბარია ჩინელი ტურისტის ქალიშვილზე. ის ამჟამად ბიშას ჰოსპიტალში იმყოფება“ - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ორგანიზებულია საექსპერტო ჯგუფი, რომელიც დააკვირდება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაავადებულის მდგომარეობა, რომელიც პარიზის ჰოსპიტალში იმყოფება, გაუარესებულია, რის გამოც რენიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.