სერგეი გავრილოვი - როგორც ჩანს, საქართველო მზად არის, გადავიდეს აქტიურ ნაბიჯებზე რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის აღსადგენად, მათ შორის, დიპლომატიური ურთიერთობით და ელჩების გაცვლით

საქართველო მზად არის აქტიური ნაბიჯები გადადგას რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების აღსადგენად, - ამის შესახებ რუსეთის დუმის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივ და რელიგიურ გაერთიანებათა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ სერგეი გავრილოვმა „პარლამენტსკაია გაზეტასთან“ საუბარში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც საქართველო მზად არის, მიიღოს რუსეთის დელეგაცია ევროპის საბჭოს ღონისძიების ფარგლებში იმის მიუხედავად, რომ მისი ზოგიერთი წევრი ნამყოფია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

მისი თქმით, „მართლმადიდებელი დეპუტატები“, მათ შორის, რუსეთიდან, მზად არიან საქართველოში გასამგზავრებლად, თუკი სალომე ზურაბიშვილის სიტყვები სიმართლე იქნება. მისი აზრით, ეს განცხადება აღნიშნავს იმას, რომ საქართველო იცავს დემოკრატიულ პრინციპებს და ექსტრემისტების მხრიდან საფრთხე არ იქნება.

„როგორც ჩანს, საქართველო მზად არის, გადავიდეს აქტიურ ნაბიჯებზე რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის აღსადგენად სრული მოცულობით, მათ შორის, დიპლომატიური ურთიერთობითა და ელჩების გაცვლით. ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით გამარჯვების იუბილის წინა პერიოდში. ჩვენ მზად ვართ, პატივი მივაგოთ დიდი სამამულო ომის დროს ყველა გარდაცვლილს. საქართველო ყოველთვის იყო მრავალეროვანი. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო კვლავ გახდება მრავალეროვანი კეთილმოსურნე რესპუბლიკა“ ,- განაცხადა გავრილოვმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს