ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი - კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი მსოფლიო ფხიზლად უნდა იყოს

კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი მსოფლიო ფხიზლად უნდა იყოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკლ რაიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთმა ეპიდემიის გავრცელებას დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

„გამოწვევა დიდია, თუმცა პასუხი ძლიერი იყო,“ - აღნიშნა მაიკლ რაიანმა.

განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმაც. მისი თქმით, ორგანიზაცია „ღრმა სინანულს“ გამოხატავს იმის გამო, რომ წინა კვირაში გავრცელებულ სამ ანგარიშში ვირუსისგან გამოწვეული რისკი „მაღალის“ ნაცვლად „საშუალოდ“ შეაფასა.

„ჩინეთს მსოფლიოს სოლიდარობა და მხარდაჭერა სჭირდება,“ - აღნიშნა მაიკლ რაიანმა.

მისი ინფორმაციით, დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეხვედრას გამართავს, სადაც იმსჯელებენ, ჰქმნის თუ არა ვირუსი გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობას.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 170-ს მიაღწია, დაინფიცირებულთა რიცხვი კი 7 700-ზე მეტია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა