კობი ბრაიანტის მეუღლე - წარმოუდგენელია სიცოცხლე მათ გარეშე, თუმცა ჩვენ ვიღვიძებთ ყოველდღე, ვცდილობთ გავაგრძელოთ ცხოვრება

კობი ბრაიანტის მეუღლე ვანესა ბრაიანტი ქმრისა და შვილის გარდაცვალებაზე პირველ საჯარო განცხადებას აკეთებს და მილიონობით ადამიანს, ვინც მისი ოჯახის მხარდაჭერა გამოხატა მადლობას უხდის.

„ჩვენ სრულიად განადგურებული ვართ ჩემი ძვირფასი ქმრის, კობის-ჩვენი შვილების არაჩვეულებრივი მამის და ჩემი ლამაზი, ტკბილი ჯაიანას-მოსიყვარულე და არაჩვეულებრივი გოგონას უეცარი დაღუპვის გამო“,- წერს ვანესა ბრაიანტი.

ბრაიანტი იმ ოჯახებსაც უსამძიმრებს, რომელთა წევრებიც კობისთან და ჯაიანასთან ერთად ავიაკატასტროფის დროს დაუღუპნენ.

„არ ვიცი დღეის შემდეგ როგორ გაგრძელდება ცხოვრება. წარმოუდგენელია სიცოცხლე მათ გარეშე, თუმცა ჩვენ ვიღვიძებთ ყოველდღე, ვცდილობთ გავაგრძელოთ ცხოვრება, რადგან კობი და ჯიჯი გზას გვინათებენ... ერთადერთი რასაც ვოცნებობ არის, რომ შემეძლოს ჩავეხუტო, ვაკოცო და დავლოცო, რომ ჩვენთან იყვნენ-სამუდამოდ“,-წერს ვანესა ბრაიანტი.

იხილეთ ვიდეო: "განადგურებულები ვართ, მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია" - კობი ბრაიანტის მეუღლე ქმრისა და ქალიშვილის გარდაცვალებას პირველად ეხმაურება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა