ტურიზმის ადმინისტრაციამ მადრიდში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე FITUR 2020 მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციამ ესპანეთში, მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე FITUR 2020 მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე საქართველოს სტენდი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა დაათვალიერა. გამოფენას დაესწრო ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე. გამოფენაზე საქართველოს სტენდს ეწვია ესპანეთის ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე იზაბელ ოლივერი.

მათივე ინფორმაციით, FITUR 2020-ზე 165 ქვეყანა და რეგიონი იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე 11 ათასამდე ტურისტული კომპანია მონაწილეობდა, დამთვალიერებელთა რაოდენობამ კი 110,848 შეადგინა.

მათივე ცნობით, ესპანეთის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 15 ტურისტული კომპანია და სახელმწიფო უწყება იყო წარმოდგენილი, მათ შორის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია.

„ესპანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის და საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები გამოფენაზე ესპანეთის ტურისტული კომპანიების, ონლაინ პლატფორმების ხელმძღვანელებს და ადგილობრივ ჟურნალისტებს შეხვდნენ.

FITUR 2020-ზე ვირტუალური რეალობის სათვალეების (VR) საშუალებით სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ადგილებს და პროდუქტებს.

გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო