პარტია „სოციალ-დემოკრატები" საფინანსო კომპანია „საქართველოს" საქმიანობის შესწავლის მიზნით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

პარტია „სოციალ-დემოკრატები" საფინანსო კომპანია „საქართველოს" საქმიანობის შესწავლის მიზნით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. როგორც დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე დადგენილების პროექტი უკვე პარლამენტშია. მისივე ინფორმაციით, კომპანია „საქართველოს" საქმიანობის შედეგად 2 500-მდე ოჯახი დაზარალდა. ჟორჟოლიანის თქმით, ამ ოჯახებისთვის მიყენებული ზარალი 15 მლნ ლარზე მეტია.

„ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საფინანსო კომპანია „საქართველოს“ საქმიანობამ რამდენიმე ათას ოჯახს უდიდესი ზარალი მოუტანა.

მიუხედავად იმისა, რომ აშკარა იყო კომპანიასთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებები, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დროული და ეფექტური რეაგირება. დაზარალებულთა უმრავლესობამ ანაბარი შეიტანა „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, 2012 წლიდან, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში „საფინანსო კომპანია - საქართველომ“ გააჩაღა აქტიური სარეკლამო კომპანია. ეროვნულმა ბანკმა არ მიიღო საჭირო ზომები მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, შესაძლო რისკების თაობაზე. შედეგად, ადამიანებმა არ იცოდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, ენდობოდნენ სახელმწიფოსა და ეროვნულ ბანკს, შესაბამისად, აგრძელებდნენ ანაბრების შეტანას კომპანიაში, რომელიც რეალურად თაღლითურ პირამიდას წარმოადგენდა.

შედეგად, მივიღეთ ათასობით დაზარალებული. ჩვენი ინფორმაციით, ეს მოვლენები უკიდურესად უარყოფითად აისახა უამრავი ადამიანის ჯანმრთელობაზე.

„სოციალ-დემოკრატები“ მოვუწოდებთ მთავრობას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება და უზრუნველყოს დაზარალებულთა სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ჩვენ უკვე შევიტანეთ დადგენილების პროექტი პარლამენტში, რომელიც ითვალისწინებს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, „საფინანსო კომპანია - საქართველოსთან“ დაკავშირებული საკითხების შესასწავლად. მივმართავთ პარლამენტს, დროულად შექმნას საგამოძიებო კომისია,"- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს