ნათია თურნავა - პროგრამას „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ვაფართოვებთ და ვამატებთ წიაღისეულის ლიცენზიების აუქციონებს

პროექტის „100 შეთავაზება ბიზნესს“ დაწყების მომენტიდან იმდენად მაღალი იყო ბიზნესის აქტივობა და ინტერესი, რომ ჩვენ გასული წელი პრივატიზების კუთხით ორმაგი გადაჭარბებით დავასრულეთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, ამ პროგრამიდან უკვე 50 მილიონ ლარამდე შემოსავალი არის მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტში.

„ახალი ინიციატივა, რაც დღეს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, ეს არის ჩვენი 100 საინვესტიციო პროექტის შეთავაზება ბიზნესს, შემდგომი ეტაპი, გაფართოება. მოგეხსენებათ, რომ გასული წლის შემოდგომაზე ეკონომიკის სამინისტრომ დავიწყეთ ახალი პროგრამა „100 შეთავაზება ბიზნესს“, რომლის ფარგლებშიც დაიწყო მასშტაბური პრივატიზების პროცესის ახალი ტალღა და სულ მცირე 100 პარალელური ელექტრონული აუქციონი იმართება მუდმივად, რაზეც შეთავაზებული აქვს ბიზნესს სხვადასხვა სახის სახელმწიფო ქონება, სხვადასახვა სახის საინვესტიციო ვალდებულებებით. პირველმა ეტაპმა ამ პროცესის გვიჩვენა, რომ საკმაოდ წარმატებული ინციატივა არის. ამის დასტურად გეტყვით იმას, რომ უკვე 50 მილიონ ლარამდე შემოსავალი არის მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამიდან. ასევე მნიშვნელოანია, რომ ამ პროექტის დაწყების მომენტიდან იმდენად მაღალი იყო ბიზნესის აქტივობა და ინტერესი, რომ ჩვენ გასული წელი პრივატიზების კუთხით ორმაგი გადაჭარბებით დავასრულეთ.

აქედან გამომდინარე, მივიღეთ შეთავაზება პრემიერ-მინისტრისგან, რომ გავაფართოვოთ პროგრამის არეალი და მოვიცვათ არა მხოლოდ სახელმწიფო ქონების პრივატიზება, არამედ წიაღისეულის ლიცენზიების აუქციონებიც. ეს აუქციონები დღემდე ტრანსფარენტულად იმართება, მაგრამ უფრო მასშტაბურად 100 პარალელური აუქციონი მომზადდება და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

მუდმივად იქნება 100 ახალი წიაღისეულის აუქციონი გამართული და იქნება იგივე გამჭვირვალობის დონე, იქნება აუცილებლად ის ვალდებულება, რომ წიაღისეული გადამუშავდეს. ანუ ძირითადი ღირებულება რჩებოდეს საქართველოში და ხდებოდეს არა მხოლოდ მოპოვება, არამედ გადამუშავება. ამ გადამუშავების მოთხოვნის გამო, სულ მცირე 120 მილიონი ლარის ინვესტიცია იქნება განხორციელებული დარგში, მათ შორის პირველ რიგში გადამამუშავებელ სიმძლავრეებზე და 1800-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში“, - განაცხადა თურნავამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აუქციონი სავარაუდოდ მომავალი კვირიდან დაიწყება.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, რა საინვესტიციო პროექტებიც იქნება გამოტანილი აუქციონზე, მათთვის უფრო მაღალი მოთხოვნა დაწესდება ეკოლოგიის და გარემოზე ზემოქმედების ნეიტრალიზაციის მაღალი სტანდარტის თვალსაზრისით.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო