კახა კუჭავა - მაქსიმალურად შევეცდებით, რუსეთის დელეგაციას ყველანაირი დისკომფორტი შევუქმნათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მათი მუშაობის კუთხით

მაქსიმალურად შევეცდებით, რუსეთის დელეგაციას შევუქმნათ ყველანაირი დისკომფორტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მათი მუშაობის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ განაცხადა.

კახა კუჭავა გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა უკრაინისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა წინადადებას რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე და რუსეთს უფლებამოსილება სრულად აღუდგინა.

„დღევანდელ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გადაწყვეტილება მინისტრთა საბჭოს მიერ, ეს ფაქტობრივად იმის წინაპირობა იყო, რომ ალბათ, ასეც მოხდებოდა და ეს ვიცოდით. თუმცა, ჩვენ შევეცადეთ ბოლომდე. სამწუხარო იყო, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ იყო მიღებული, მითუმეტეს იმ სამარცხვინო გამოსვლების შემდეგ, რომელიც მათ ჰქონდათ ტრიბუნაზე, თუმცა ვთვლით, რომ აუცილებელი იყო დღეს დაფიქსირებულიყო ის, რაც დაფიქსირდა ჩვენი მხრიდან, უკრაინელების მხრიდან, სხვა ჩვენი ქვეყნების მეგობარი და მომხრეების მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და კიდევ უფრო გავურთულებთ მათ მუშაობას. მაქსიმალურად შევეცდებით შევუქმნათ ყველანაირი დისკომფორტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მათი მუშაობის კუთხით“, - განაცხადა კუჭავამ.

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა