უკრაინელი დეპუტატი - რუსები კლავენ უკრაინელებს უკრაინაში, ქართველებს საქართველოში, მაგრამ მათ იყიდეს მთელი ასამბლეა და აი, რატომ არ წერია ეს სიტყვები დოკუმენტში

რუსეთის ფედერაციამ 70 მილიონი გადაიხადა, კარგი ფასია სიკვდილის ლიცენზიისთვის და ისინი კვლავ კლავენ. ისინი კლავენ უკრაინელებს უკრაინაში, ქართველებს საქართველოში, ბრიტანელებს სოლსბერიში, - ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა ოლეკსეი გონჩარენკომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, სადაც რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცების საკითხს განიხილავდნენ.

„გადახედეთ ამ დოკუმენტს, თქვენ მასში ვერ იპოვნით ყირიმს, ვერ ნახავთ საქართველოს, მაგრამ ნახავთ დიდ „მიღწევას“, - რუსეთმა გადაუხადა ფული ევროსაბჭოს, აი, ამიტომაც არ ჩაწერეს ეს სიტყვები. ისინი ფიქრობენ, რომ მათ იყიდეს მთელი ასამბლეა და უმნიშვნელოვანესი ღირებულებები. რუსეთის ფედერაციამ 70 მილიონი გადაიხადა, ძვირი არ არის. 25 მილიონი ადამიანის უფლებებისთვის, 25 მილიონი კანონის უზენაესობისთვის და 25 მილიონი დემოკრატიისთვის. როგორი ფასდაკლებაა, საშობაო ფასდაკლება. მათ 13 000 უკრაინელი მოკლეს - 5 ათასი თითო მოკლულისთვის. კარგი ფასია მკვლელობის ლიცენზიისთვის და ისინი კვლავ კლავენ. ისინი კლავენ უკრაინელებს უკრაინაში, ქართველებს საქართველოში, ბრიტანელებს სოლბერიში, ჰოლანდიელებს და რა გასაკვირია, რომ ჰოლანდიელი პარლამენტარები აქ ასეთ რაღაცებს აძლევენ ხმას“, - განაცხადა გონჩარენკომ.

მისივე თქმით, საპარლამენტო ასამბლეის მიერ ბატონი ტოლსტოის არჩევა ვიცე-პრეზიდენტად „ძალიან სიმბოლურია“.

„გინდა გითხრათ რა იქნება შემდეგ? ძალიან სიმბოლურია, რომ ჩვენ, ასამბლეამ ბატონი ტოლსტოი ავირჩიეთ, რომ ვიცე-პრეზიდენტი ყოფილიყო. თქვენ იცით, დიდი რუსი მწერალი, მართლაც დიდი მწერალი ლევ ტოლსტოი? ამ მწერალმა დიდებული რომანი, ანა კარენინა დაწერა და ჩვენი ასამბლეაც, ისევე როგორც ანა კარენინა ევროპული ღირებულებებისა და რუსულ ფულს შორის არის მოქცეული და ისე სჩანს, რომ რუსული ფული იმარჯვებს და ჩვენც ანა კარენინასავით თავს ვიკლავთ და მატარებლის ან ავტობუსის ქვეშ ვწვებით. აი, ეს გვჭირს დღეს. არა როგორც რუსმა პროპაგანდისტმა ტოლსტოიმ, არამედ დიდებულმა რუსმა მწერალმა ტოლსტოიმ თქვა: „ჩვენ აქ ვართ რომ ომის წინააღდეგ ვიბრძოლოთ და იმედი გვაქვს, გავიმარჯვებთ იმ მთავრობებზე, რომელთაც უდიდესი ფული აქვთ, მილიონობით შეიარაღება. ჩვენ ერთადერთი, ყველაზე ძლიერი იარაღი გვაქვს - სიმართლე. ყველა თქვენგანმა, ვისაც მიაჩნია, რომ ეს სიმართლის იარაღი აქვს, ხმა მიეცით რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილებების წინააღმდეგ“, - განაცხადა გონჩარენკომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა